ქსელიდან ანგარიშამდე — ერთი გამართული სისტემა.
სასტუმროს IT ორი ფენისგან შედგება და ისინი ერთმანეთს არ ცვლის. პირველი ფენა — ინფრასტრუქტურაა: ქსელი, სერვერები, კამერები, სატელეფონო ხაზები, სახანძრო უსაფრთხოება, ნომრის ჩამკეტები. ეს შენობასთან ერთად ეწყობა და შემდეგ მისი გადაკეთება ძვირია.
მეორე ფენა — საოპერაციო სისტემებია: PMSProperty Management System — სასტუმროს მართვის პროგრამა: ჯავშნები, ჩექ-ინი, ნომრების სტატუსი და სტუმრის ანგარიში ერთ ადგილას., channel manager, ჯავშნის ძრავა, სალარო. ისინი პირველ ფენაზე დგება და მის გარეშე არ მუშაობს. თუ ქსელი სუსტია, ვერცერთი პროგრამა ვერ გიშველის.
ჩვენ ორივე ფენას ერთად ვგეგმავთ — ობიექტის ზომიდან, ნომრების რაოდენობიდან და იმისგან, თუ ვინ იმუშავებს სისტემაზე ყოველ დილას. შემდეგ ვირჩევთ, მომწოდებელთან ფასს ვათანხმებთ, ვნერგავთ და გუნდს ვასწავლით.
ინფრასტრუქტურა, საოპერაციო სისტემები და მომწოდებლებზე კონტროლი ცალ-ცალკე არაფერს იძლევა. ერთად კი იძლევა შემდეგს: სტუმარი ჩექ-ინზე ერთ წუთს ხარჯავს, რესტორნის ანგარიში ავტომატურად ნომერზე ჩაიწერება, დილით მენეჯერი ერთ ეკრანზე ხედავს დატვირთვას, შემოსავალსა და ხარჯს, თვის ბოლოს კი მფლობელი იღებს ანგარიშს, რომელშიც ციფრები ერთმანეთს ემთხვევა.
სწორედ ეს ამარტივებს სამ რამეს: ყოველდღიურ მუშაობას, კონტროლს და ანგარიშგებას. თუ რომელიმე ფენა გამოტოვებულია, დანარჩენი ორი ნახევრად მუშაობს.
მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ. გავეცნობით პროექტს, გეტყვით რა ინფორმაცია გვჭირდება და რა ვადაში მიიღებთ პასუხს. პირველი საუბარი უფასოა.
ვიყენებთ Google Analytics-ს, რომ გავიგოთ რომელი გვერდები არის სასარგებლო. პერსონალურ მონაცემებს არ ვაგროვებთ და რეკლამისთვის არ გადავცემთ. თანხმობის გარეშე საიტი სრულად მუშაობს.