შეფი კერძს ალაგებს სასტუმროს სამზარეულოში
მთავარი/სერვისები/კვების ბლოკი
ეტაპი 5 — გახსნა

კვების ბლოკი

რესტორანი სასტუმროში ცალკე ბიზნესია — და ცალკე ანგარიშსაც მოითხოვს.

ყველაფერი, რაც პირველ სტუმრამდე უნდა არსებობდეს. ყველა სერვისი →

კვების ბლოკი ან სასტუმროს მოგებას ზრდის, ან ჩუმად ჭამს მას. შუალედი პრაქტიკულად არ არსებობს.

განსხვავებას მენიუს ინჟინერია, საწყობის დისციპლინა, ჩამოწერის კონტროლი და შრომის ღირებულება ქმნის — და არა შეფის ნიჭი.

რას მოიცავს

კონცეფცია და მენიუ

  • რესტორნისა და ბარის კონცეფცია და პოზიციონირება
  • მენიუს ინჟინერია: ღირებულება, ფასი და მარჟა კერძების მიხედვით
  • საუზმის ორგანიზება და მისი რეალური ღირებულება

ხარჯი და საწყობი

  • საწყობის მართვა, ინვენტარიზაცია და ჩამოწერის კონტროლე
  • მომწოდებლების შერჩევა და შესყიდვის დისციპლინა

გუნდი და სერვისი

  • სამზარეულოს გუნდი, გრაფიკი და შრომის ღირებულება
  • მომსახურების სტანდარტი და სერვირების პროცედურები

საუზმე უფასო არ არის — უბრალოდ სხვა ხაზში წერია

როცა საუზმე ფასში შედის, მისი ღირებულება ნომრის ფასშია ჩადებული. თუ ეს ღირებულება არ იზომება, სასტუმრო ყოველ სტუმარზე კარგავს და ვერ ხედავს სად.

ჩვენ საუზმეს ცალკე ვზომავთ: რეალური ღირებულება ერთ სტუმარზე, ჩამოწერა და შრომის წილი.

ხშირი კითხვები

რესტორანი მოგებიანი უნდა იყოს თუ სერვისი?
ეს გადაწყვეტილება თავიდანვე უნდა მიიღოთ, რადგან მასზეა დამოკიდებული ფართობი, გუნდი და მენიუ. თუ რესტორანი მხოლოდ სტუმრებს ემსახურება, ის დანახარჯია. თუ ქუჩიდანაც უნდა იყიდოს, მას ცალკე შესასვლელი, ცალკე ბრენდი და ცალკე მარკეტინგი სჭირდება.
Food cost რამდენი უნდა იყოს?
სასტუმროს რესტორნისთვის ორიენტირი 28–35%-ია, ბარისთვის კი 18–25%. თუ ციფრი ამაზე მაღალია, მიზეზი ჩვეულებრივ სამია: მენიუ არაა ინჟინერირებული, საწყობი არ კონტროლდება, ან პორციები არ იწონება.
რა არის მენიუს ინჟინერია?
თითოეული კერძის თვითღირებულებისა და გაყიდვების რაოდენობის ერთად შეხედვა. ოთხი ჯგუფი გამოდის: რაც კარგად იყიდება და კარგ მარჟას იძლევა, რაც იყიდება მაგრამ მარჟა არ აქვს, რაც არ იყიდება მაგრამ მომგებიანია, და რაც არც იყიდება და არც მოაქვს. მენიუ ამის მიხედვით გადაეწყობა.
საუზმე ფასში უნდა იყოს ჩართული?
უმეტეს ქართულ ბაზარზე — დიახ, რადგან სტუმარი ამას ელოდება და არხებზეც ასე ჩანს. მთავარია, რომ საუზმის რეალური თვითღირებულება ერთ სტუმარზე ცნობილი იყოს და ნომრის ფასში იყოს გათვლილი, და არა უბრალოდ დავიწყებული.
HACCPHazard Analysis and Critical Control Points — სურსათის უვნებლობის სისტემა. საქართველოში კვების ობიექტებისთვის კანონით სავალდებულოა. სავალდებულოა?
საქართველოში კვების ობიექტებისთვის სურსათის უვნებლობის სისტემის დანერგვა კანონით არის მოთხოვნილი და ამას სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს. ჩვენ ვეხმარებით დოკუმენტაციის აწყობასა და პროცედურების დანერგვაში, რომ შემოწმება პრობლემა არ გახდეს.
რესტორანი გარე ოპერატორს მივცე?
ეს გამართლებულია, თუ ქალაქში ძლიერი ოპერატორია და თქვენ კვების მიმართულებაში შესვლა არ გინდათ. ფასი ისაა, რომ საუზმეზე, რუმ-სერვისზე და ბანკეტებზე კონტროლს კარგავთ — ანუ სამივეზე, რაც სასტუმროს შემოსავალს ეხება.

რესტორანი მუშაობს, მაგრამ მოგებას არ იძლევა?

მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ. გავეცნობით პროექტს, გეტყვით რა ინფორმაცია გვჭირდება და რა ვადაში მიიღებთ პასუხს. პირველი საუბარი უფასოა.

+995 322 560 565ან მოგვწერეთორშაბათი–პარასკევი, 10:00–19:00