ანგარიშგება არ არის ფორმალობა. ეს არის დოკუმენტი, რომლითაც მფლობელი გადაწყვეტილებას იღებს.
ყველაზე გრძელი ეტაპი — ის წლების განმავლობაში გრძელდება. ყველა სერვისი →
მფლობელს ყოველთვე ერთი დოკუმენტი უნდა ჰქონდეს, საიდანაც ჩანს რა შემოვიდა, სად წავიდა და რა შეიცვალა წინა თვესთან და წინა წელთან შედარებით.
მოქმედი სასტუმროსთვის კი მუშაობა აუდიტით იწყება: ბოლო 12–24 თვის ციფრები, ობიექტის დათვალიერება, გუნდთან საუბარი და არხების, ფასისა და ხარჯის სტრუქტურის შემოწმება.
საოპერაციო აუდიტის შედეგად იღებთ დოკუმენტს, სადაც წერია: სად იკარგება შემოსავალი, რა სწორდება სწრაფად და უფასოდ, და რა მოითხოვს ინვესტიციას.
ამის შემდეგ თქვენ წყვეტთ, თავად გაასწოროთ თუ მართვა გადმოგვცეთ. აუდიტი ვალდებულებას არ ქმნის.
მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ. გავეცნობით პროექტს, გეტყვით რა ინფორმაცია გვჭირდება და რა ვადაში მიიღებთ პასუხს. პირველი საუბარი უფასოა.
ვიყენებთ Google Analytics-ს, რომ გავიგოთ რომელი გვერდები არის სასარგებლო. პერსონალურ მონაცემებს არ ვაგროვებთ და რეკლამისთვის არ გადავცემთ. თანხმობის გარეშე საიტი სრულად მუშაობს.