საკონფერენციო დარბაზი ძველი თბილისის ხედით
მთავარი/სერვისები/გაყიდვები და მარკეტინგი
ეტაპი 6 — ოპერირება

გაყიდვები და მარკეტინგი

შემოსავლების მართვა ფასს აწესებს. გაყიდვები მოთხოვნას ქმნის.

ყველაზე გრძელი ეტაპი — ის წლების განმავლობაში გრძელდება. ყველა სერვისი →

ონლაინ არხი სასტუმროს ინდივიდუალურ სტუმარს აძლევს. კორპორატიული კონტრაქტი, კონფერენცია და ტუროპერატორის ჯგუფი კი ის ნაწილია, რომელიც სეზონგარეშე პერიოდს ავსებს.

სწორედ ეს ჯგუფები განსაზღვრავს, სასტუმრო წელიწადში რვა თვე მუშაობს თუ თორმეტი.

რას მოიცავს

პირდაპირი გაყიდვები

  • კორპორატიული კლიენტების მოზიდვა და ტარიფების შეთანხმება
  • MICEMeetings, Incentives, Conferences, Exhibitions — საქმიანი ტურიზმი: კონფერენციები, ღონისძიებები, კორპორატიული შეხვედრები და ბანკეტები. — კონფერენციები, ღონისძიებები, ბანკეტები
  • ტუროპერატორებთან და სააგენტოებთან მუშაობა

ციფრული არხები

  • სასტუმროს საიტი და პირდაპირი ჯავშნის სისტემა
  • ციფრული მარკეტინგი: ძიება, სოციალური ქსელები, ელფოსტა

შინაარსი და რეპუტაცია

  • შინაარსი, ფოტო და ვიდეო მასალა
  • რეპუტაციის მართვა და მიმოხილვების პლატფორმები

სასტუმროს საიტი ყველაზე იაფი არხია, რომელსაც ყველაზე ნაკლებად უვლიან

პირდაპირ ჯავშანზე საკომისიო არ იხდება. ამის მიუხედავად, უმეტესი სასტუმროს საიტი ძველია, ტელეფონზე არ იხსნება და ჯავშნის სისტემა არ აქვს.

ეს ერთადერთი არხია, რომელიც სრულად თქვენია — და სწორედ მას ეკუთვნის ყურადღება.

ხშირი კითხვები

კორპორატიულ კლიენტს როგორ ვიზიდავთ?
პირდაპირი მუშაობით: ქალაქში კომპანიების სია, მათი მოგზაურობის მოცულობა, შეხვედრა და წლიური ტარიფის შეთანხმება. ეს არხი ნელა შენდება, სამაგიეროდ ის სეზონურობას ასწორებს და საკომისიოს არ იხდით.
MICEMeetings, Incentives, Conferences, Exhibitions — საქმიანი ტურიზმი: კონფერენციები, ღონისძიებები, კორპორატიული შეხვედრები და ბანკეტები. რა არის და ღირს თუ არა?
კონფერენციები, ღონისძიებები და ბანკეტები. ღირს, თუ ქალაქში მოთხოვნაა და დარბაზი უკვე გაქვთ — მაშინ ის დაბალ სეზონს ავსებს და კვების ბლოკს ტვირთავს. მხოლოდ MICEMeetings, Incentives, Conferences, Exhibitions — საქმიანი ტურიზმი: კონფერენციები, ღონისძიებები, კორპორატიული შეხვედრები და ბანკეტები.-ისთვის დარბაზის აშენება კი იშვიათად ბრუნდება.
ტუროპერატორთან რა პირობებით ვმუშაობთ?
ჩვეულებრივ ფასდაკლებული ტარიფითა და გარკვეული ნომრების კვოტით. მთავარი კითხვა ისაა, რამდენ ღამეს მოგცემთ ის სანაცვლოდ და რომელ პერიოდში. ტუროპერატორი კარგია დაბალ სეზონზე და საშიშია მაშინ, როცა მაღალ სეზონს იაფად კეტავს.
რეკლამის ბიუჯეტი რამდენი უნდა იყოს?
მოქმედი სასტუმროსთვის ორიენტირი ნომრების შემოსავლის 3–5%-ია, გახსნის წელს კი მეტი. მაგრამ ციფრზე უფრო მნიშვნელოვანია განაწილება: საიტი და პირდაპირი ჯავშანი ჯერ, მერე ძიება, ბოლოს სოციალური ქსელები.
სოციალურ ქსელებს ვინ უნდა უწევდეს მართვას?
ის, ვისაც სასტუმროზე წვდომა აქვს ყოველდღიურად. საუკეთესო შინაარსი ობიექტშივე იბადება და არა სააგენტოში. სააგენტო გამოდგება სტრატეგიისა და რეკლამის მართვისთვის, მაგრამ ყოველდღიური მასალა შიგნიდან უნდა მოდიოდეს.
ბრენდი გვყავს — მაინც გვჭირდება გაყიდვები?
დიახ. ბრენდი ჯავშნის სისტემასა და ლოიალობის პროგრამას იძლევა, მაგრამ ადგილობრივ კორპორატიულ კლიენტს, ტუროპერატორსა და ღონისძიებებს ის თქვენ ვერ მოგიყვანთ. ეს ადგილობრივი გუნდის სამუშაოა.

სეზონგარეშე პერიოდში სასტუმრო ცარიელი რჩება?

მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ. გავეცნობით პროექტს, გეტყვით რა ინფორმაცია გვჭირდება და რა ვადაში მიიღებთ პასუხს. პირველი საუბარი უფასოა.

+995 322 560 565ან მოგვწერეთორშაბათი–პარასკევი, 10:00–19:00