სასტუმროს მართვის ციფრული სისტემები — PMS, ჯავშნების ძრავა, channel manager
მთავარი/სერვისები/AI სასტუმროში
ტექნოლოგიები

AI სასტუმროში

რა მუშაობს დღეს, რა ღირს და რა არის ჯერ კიდევ დაპირება.

სასტუმროების ინდუსტრიაში AI ორ სხვადასხვა რამეს ნიშნავს: ხელსაწყოებს, რომლებიც უკვე მუშაობს და ყოველდღიურ ხელით შრომას ამცირებს, და დაპირებებს, რომლებზეც ჯერ ფული არ უნდა დაიხარჯოს.

ჩვენი როლი ამ ორის ერთმანეთისგან გარჩევაა კონკრეტული ობიექტისთვის. 40-ნომრიან საოჯახო სასტუმროსა და 200-ნომრიან საკურორტო კომპლექსს ამ კითხვაზე სხვადასხვა პასუხი აქვს.

რას მოიცავს

რაც დღეს მუშაობს

  • ფასის რეკომენდაცია მოთხოვნის პროგნოზზე დაყრდნობით
  • სტუმრის შეტყობინებებზე პასუხი — ჯავშნამდე და ჩასვლის შემდეგ
  • მიმოხილვების ანალიზი და პასუხების მომზადება
  • აღწერილობების, თარგმანისა და შინაარსის მომზადება არხებისთვის

ოპერირებაში

  • ცვლების გრაფიკის დაგეგმვა დატვირთვის პროგნოზით
  • საწყობის მოთხოვნისა და ჩამოწერის პროგნოზი
  • მფლობელის ანგარიშის ავტომატური მომზადება
  • დოკუმენტებიდან და ინვოისებიდან მონაცემის ამოღება

რაზეც ჯერ არ ღირს ხარჯი

  • სრულად ავტომატური ჩექ-ინი ადამიანის გარეშე
  • ხმოვანი ასისტენტი ნომერში
  • ჩატბოტი, რომელიც რეცეფშენს ცვლის
  • სისტემები „AI" ეტიკეტით, რომელთა შედეგიც არ იზომება

AI ხარჯს ამცირებს მხოლოდ იქ, სადაც პროცესი უკვე აწყობილია

თუ ჯავშნები ხელით შედის ცხრილში და კერძის ღირებულება არავინ იცის, AI ამას ვერ გამოასწორებს — ის იმავე არეულობას უფრო სწრაფად გააკეთებს და უფრო დამაჯერებლად წარმოადგენს.

ამიტომ ჩვენ ჯერ სისტემებს ვაწყობთ, მონაცემს ვასუფთავებთ და მერე ვამატებთ ავტომატიზაციას — იმ თანმიმდევრობით, რომელშიც თითოეული ნაბიჯის შედეგი იზომება.

ხშირი კითხვები

AI ნამდვილად ამცირებს ხარჯს სასტუმროში?
იქ, სადაც პროცესი უკვე აწყობილია — დიახ. ყველაზე ხელშესახები შედეგი ფასწარმოქმნაზე, სტუმრის შეტყობინებებზე პასუხსა და ანგარიშების მომზადებაზეა. იქ, სადაც მონაცემი ხელით შედის ცხრილში, AI მხოლოდ იმავე არეულობას აჩქარებს.
რომელი ხელსაწყოებით ვიწყებთ?
სამით: ფასის რეკომენდაცია მოთხოვნის პროგნოზზე, მიმოხილვების ანალიზი და პასუხების მომზადება, და შინაარსის თარგმანი არხებისთვის. სამივე მოქმედ სასტუმროში ერთ თვეში ინერგება და შედეგი იზომება.
ჩატბოტმა რეცეფშენი უნდა ჩაანაცვლოს?
არა. ჩატბოტი კარგად პასუხობს გამეორებად კითხვებს ჯავშნამდე — ფასი, ადგილმდებარეობა, პარკინგი, საუზმის საათები. სტუმრის პრობლემას კი ადამიანი წყვეტს, და სწორედ ის მომენტი განსაზღვრავს შეფასებას.
სტუმრის მონაცემები უსაფრთხოა?
ეს ინსტრუმენტის არჩევაზეა დამოკიდებული. ვირჩევთ მხოლოდ იმ სისტემებს, რომლებიც პერსონალურ მონაცემებს ღია მოდელებში არ ატარებს და მონაცემთა დამუშავების პირობები გამჭვირვალედ აქვთ გაწერილი. ეს შერჩევის პირველი ფილტრია.
რა ღირს AI-ხელსაწყოების დანერგვა?
უმეტესობა თვიური გამოწერით მუშაობს და მოცულობაზეა მიბმული — ნომრების რაოდენობაზე ან შეტყობინებების რიცხვზე. ჩვენი როლი ისაა, რომ დანერგვამდე გამოვთვალოთ, რას დაზოგავს ის თვეში და ღირს თუ არა თქვენს მასშტაბზე.
პატარა სასტუმროსთვისაც აქვს აზრი?
ნაწილობრივ. 20–40 ნომრიან ობიექტში ყველაზე დიდ ეფექტს შინაარსის მომზადება, მიმოხილვებზე პასუხი და ფასის რეკომენდაცია იძლევა. ცვლების დაგეგმვა და საწყობის პროგნოზი ასეთ მასშტაბზე ჯერ არ ბრუნდება.

გინდათ ვნახოთ, სად დაზოგავს AI თქვენს სასტუმროში?

მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ. გავეცნობით პროექტს, გეტყვით რა ინფორმაცია გვჭირდება და რა ვადაში მიიღებთ პასუხს. პირველი საუბარი უფასოა.

+995 322 560 565ან მოგვწერეთორშაბათი–პარასკევი, 10:00–19:00