პასუხი კითხვაზე, ღირს თუ არა — სანამ პირველ ლარს დახარჯავთ.
ღირს თუ არა პროექტის დაწყება — ციფრებით და არა ვარაუდით. ყველა სერვისი →
ყველაზე ძვირი შეცდომა სასტუმროს ბიზნესში მშენებლობისას კი არ ხდება, არამედ მანამდე — როცა ნაკვეთი შეირჩა, ნომრების რაოდენობა განისაზღვრა და სეგმენტი აირჩა ზუსტი გათვლის გარეშე.
ჩვენი ამოცანაა, ეს გადაწყვეტილებები ციფრებს დაეყრდნოს. შედეგად იღებთ დოკუმენტს, რომელსაც ბანკიც კითხულობს და თანაინვესტორიც.
ხშირად ფიზიბილიტს იმისთვის უკვეთავენ, რომ სესხის განაცხადს დაერთოს. ჩვენ სხვა მიზნით ვაკეთებთ: რომ მფლობელმა თავად გაიგოს, რა დატვირთვა და რა ფასი სჭირდება ამ ობიექტს, სანამ პროექტირებას შეუკვეთავს.
ზოგჯერ პასუხი უარყოფითია. ეს არასასიამოვნო შედეგია, მაგრამ გაცილებით იაფი, ვიდრე აშენებული სასტუმრო, რომელიც წლების განმავლობაში ვერ იხდის სესხს.
მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ. გავეცნობით პროექტს, გეტყვით რა ინფორმაცია გვჭირდება და რა ვადაში მიიღებთ პასუხს. პირველი საუბარი უფასოა.
ვიყენებთ Google Analytics-ს, რომ გავიგოთ რომელი გვერდები არის სასარგებლო. პერსონალურ მონაცემებს არ ვაგროვებთ და რეკლამისთვის არ გადავცემთ. თანხმობის გარეშე საიტი სრულად მუშაობს.