მშენებარე საკურორტო სასტუმროს რენდერი მთის ფერდობზე
მთავარი/სერვისები/დეველოპმენტი
ეტაპი 4 — მშენებლობა

დეველოპმენტი

ვმართავთ პროცესს და არა ვასრულებთ სამუშაოებს — ამიტომ კონტრაქტორის შერჩევისას თქვენს ინტერესს წარმოვადგენთ.

პროექტის ყველაზე ძვირი ეტაპი — ბიუჯეტი, ვადა და ხარისხი. ყველა სერვისი →

მშენებლობა პროექტის ყველაზე ძვირი ეტაპია და აქ ყოველი შეცდომა უკვე ბეტონში ისხმება.

მფლობელს სჭირდება ერთი მოსაუბრე, რომელიც ბიუჯეტს, გრაფიკს, ხარისხს და კონტრაქტორებს ერთდროულად აკონტროლებს — და რომელსაც სამშენებლო კომპანიაში წილი არ აქვს.

რას მოიცავს

ბიუჯეტი და გრაფიკი

  • სამშენებლო ბიუჯეტისა და გრაფიკის მომზადება
  • ხარჯების მონიტორინგი და გადახრების ანალიზი

ტენდერი და ხელშეკრულებები

  • კონტრაქტორებისა და მომწოდებლების შერჩევა და ტენდერები
  • ხელშეკრულებების მომზადება და პირობების შეთანხმება

ზედამხედველობა და ჩაბარება

  • ადგილზე ზედამხედველობა, ხარისხისა და მოცულობების კონტროლი
  • მოქმედი სასტუმროს რემონტი და რებრენდინგი ოპერირების შეუჩერებლად
  • დეფექტების აღმოფხვრა და მიღება-ჩაბარება

ხარჯის შემცირება და იაფად აშენება სხვადასხვა რამაა

ბიუჯეტის დაზოგვა იქ ხდება, სადაც ალტერნატიული გადაწყვეტა იმავე შედეგს იძლევა — და არა იქ, სადაც მასალის ხარისხი ეცემა.

იაფად აშენებული სასტუმრო ჯდება ძვირად: მისი ექსპლუატაცია და რემონტი ყოველწლიურად ჭამს იმას, რაც მშენებლობაზე დაიზოგა.

ხშირი კითხვები

მშენებელი კომპანია ხართ?
არა. ჩვენ მფლობელის მხარეს ვდგავართ და მშენებლობას მისი სახელით ვმართავთ: ტენდერს ვატარებთ, კონტრაქტორს ვირჩევთ, გრაფიკს, ხარისხსა და მოცულობებს ვაკონტროლებთ. ეს განზრახ არის გამიჯნული — ვინც აშენებს, ის საკუთარ თავს ვერ გააკონტროლებს.
რას ნიშნავს პრაქტიკულად მფლობელის მხრიდან მართვა?
იმას, რომ ყოველ კვირას იღებთ ანგარიშს: რა გაკეთდა, რა დარჩა, სად ვართ ბიუჯეტთან და გრაფიკთან მიმართებაში, რა რისკი ჩანს. თითოეული აქტი და მოცულობა მოწმდება, სანამ გადახდა მოხდება.
რა არის ბიუჯეტის გადაჭარბების ყველაზე ხშირი მიზეზი?
დაუმთავრებელი პროექტით მშენებლობის დაწყება. როცა სამუშაო დოკუმენტაცია არასრულია, ცვლილებები მშენებლობის დროს ჩნდება — და სწორედ ეს ცვლილებები ღირს ყველაზე ძვირი. მეორე მიზეზი აღჭურვის გვიან დაწყებაა.
მოქმედი სასტუმროს რემონტისთვის უნდა დავხურო?
უმეტეს შემთხვევაში არა. რემონტი სართულებად ან ბლოკებად იყოფა, ხმაურიანი სამუშაოები დაბალი დატვირთვის სეზონსა და დღის საათებზე გადადის. სრული დახურვა მაშინაა საჭირო, როცა ვერტიკალური სისტემები იცვლება.
კონტრაქტორს თქვენ ირჩევთ თუ ჩვენ?
ირჩევთ თქვენ. ჩვენ ტენდერს ვატარებთ, წინადადებებს ერთ შესადარებელ ფორმატში მოვიყვანთ, თითოეულის რისკს ვწერთ და რეკომენდაციას ვაძლევთ. ხელს მფლობელი აწერს.
რა ხდება, თუ კონტრაქტორი ვადას არღვევს?
ხელშეკრულებაში წინასწარ იწერება ვადები, ეტაპობრივი გადახდები და პირგასამტეხლო. დარღვევის შემთხვევაში ჯერ გრაფიკის აღდგენის გეგმას ვითხოვთ, შემდეგ კი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ზომებს ვიყენებთ. ამიტომაა მნიშვნელოვანი, თუ როგორ დაიწერა ხელშეკრულება.

მშენებლობა მიმდინარეობს და კონტროლი გჭირდებათ?

მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ. გავეცნობით პროექტს, გეტყვით რა ინფორმაცია გვჭირდება და რა ვადაში მიიღებთ პასუხს. პირველი საუბარი უფასოა.

+995 322 560 565ან მოგვწერეთორშაბათი–პარასკევი, 10:00–19:00