გახსნის დღეს სასტუმრო ან მზადაა, ან პირველ თვეს რეპუტაციას კარგავს.
ყველაფერი, რაც პირველ სტუმრამდე უნდა არსებობდეს. ყველა სერვისი →
პირველი შეფასებები Booking-ზე წლების განმავლობაში რჩება. თუ სასტუმრო არამზა იხსნება, ეს ციფრი მერე ძვირად სწორდება.
ფრე-ოფენინგი გახსნამდე 6–9 თვით იწყება და მოიცავს ყველაფერს, რაც პირველ სტუმრამდე უნდა არსებობდეს: ადამიანები, სისტემები, პროცედურები და ჯავშნების არხები.
მშენებლობის დასრულებასა და პირველ სტუმარს შორის რამდენიმე თვეა: გუნდი უნდა აიყვანოთ და გაწვრთნათ, სისტემები დანერგოთ, ლიცენზიები აიღოთ, არხები გახსნათ.
თუ ეს პარალელურად არ კეთდება, სასტუმრო აშენებული დგას და ცარიელი რჩება — და ეს თვეები სესხის პროცენტს ჭამს.
მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ. გავეცნობით პროექტს, გეტყვით რა ინფორმაცია გვჭირდება და რა ვადაში მიიღებთ პასუხს. პირველი საუბარი უფასოა.
ვიყენებთ Google Analytics-ს, რომ გავიგოთ რომელი გვერდები არის სასარგებლო. პერსონალურ მონაცემებს არ ვაგროვებთ და რეკლამისთვის არ გადავცემთ. თანხმობის გარეშე საიტი სრულად მუშაობს.