2014 წლიდან HMG წარმატებით მართავს სასტუმრობს და კერძო ქონებას, გვაქვს განხორციელებული არაერთი წარმატბეული პროექტი. ჩვენს გუნდში გაერთიანებულია პროფესიონალები, რომლებიც სტუმართმოყვარეობის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილებით იციან, თუ რა სურთ დამსვენებლებს და როგორ გაზარდონ თქვენი ქონების გაქირავების შემოსავლიანობა.
HMG-თან თანამშრომლობით თქვენ მიიღებთ სანდო პარტნიორს, რომელიც ზრუნავს ყველა დეტალზე — თქვენ კი მშვიდად შეგიძლიათ ისარგებლოთ პასიური სტაბილურ და მაქსიმალურად მომგებიან შემოსავლით.
სერვისები სტანდარტი
ლისთინგების შექმნა: ქონების პროფესიონალური განთავსება AirBNB, Booking.com და სხვა პლატფორმებზე.
ჯავშნების მართვა: სრული კომუნიკაცია დამსვენებელთან, დაჯავშნების კონტროლი და მართვა.
ჩეკ-ინ/ჩეკ-აუთი: სტუმრების დახვედრა და გასვლის პროცესის სრულად ორგანიზება.
პროფესიონალური დალაგება: რეგულარული დასუფთავება სასტუმროების სტანდარტების მიხედვით.
ტექნიკური მხარდაჭერა: პრობლემების სწრაფი აღმოჩენა და აღსადგენად უმოკლესი დრო.
ფასების მართვა: სეზონისა და მოთხოვნის მიხედვით სპეციალური ალგორითმებისა და გამოცდილების გამოყენებით.
ექსკლუზიური ექაუნთ მენეჯერი: ყოველთვიური რეპორტები შემოსავლებზე, ჯავშნებზე და ქონების სტატისტიკაზე.
სერვისი სტანდარტ+
ბინის გეგმარება და დიზაინი: ოპტიმალური სივრცის ორგანიზება და ფუნქციური, მიმზიდველი დიზაინის შექმნა მაქსიმალური შემოსავლიანობისა და კომფორტისთვის.
სარემონტო და მოწყობის მენეჯმენტი: სრული კონტროლი რემონტისა და ინტერიერის მოწყობის პროცესზე — თქვენ მშვიდად შეგიძლიათ ენდოთ ჩვენს გამოცდილებას, ქონება მზად იქნება გაქირავებისთვის მაქსიმალურად სწრაფად.
ქალაქები, სადაც ვოპერირებთ: თბილისი, ბათუმი, გუდაური, ბაკურიანი, საგურამო. მომსახურების ღირებულება: ფიქსირებული — შემოსავლის 20%.
გსურთ გაიგოთ მეტი?
გამოიწერეთ ჩვენი საიტი და დაიწყეთ უახლესი ამბებისა და პროექტების მიმოხილვის ნახვა.