თანადაფინანსების პროგრამა სასტუმროებისა და აპარტჰოტელებისთვის
5 მაისი 2025კომპანია HORECA Management Group (HMG) აცხადებს ახალ პროგრამას, რომლის მიზანია საქართველოში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა და საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული ოპერაციული მოდელების დანერგვა. პროგრამა გულისხმობს 70%-იან თანადაფინანსებას საკონსულტაციო მომსახურებაზე იმ პროექტებისთვის, რომლებიც სასტუმროს ან აპარტჰოტელის განვითარებას გეგმავენ ადრეულ სტადიაზე და მოითხოვენ პროფესიონალთა ჩართულობას.
პროგრამა ხორციელდება კანადური ფინანსური ინსტიტუციის მხარდაჭერით და ითვალისწინებს 20 პროექტის შერჩევას საქართველოს მასშტაბით.
პროგრამის მიზნები:
• სასტუმრო ინფრასტრუქტურის ხარისხიანი განვითარება
• საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მოდელების დანერგვა
• მდგრადი საოპერაციო სისტემების შემუშავება და მართვის პროცესების ოპტიმიზაცია
რა ტიპის მხარდაჭერა იგულისხმება?
პროგრამის ფარგლებში შერჩეულ პროექტებს დაეხმარებიან როგორც ადგილობრივი, ასევე კანადელი ექსპერტები შემდეგ მიმართულებებში:
• პროექტის დაგეგმვა და სივრცის რაციონალური გამოყენება
• არქიტექტურული და ინტერიერის კონცეფციის ჩამოყალიბება
• ოპერაციული და ბიზნეს მოდელის სტრუქტურირება
• ფინანსური მოდელისა და ბიზნეს გეგმის შემუშავება
• ინვენტარისა და აქსესუარების შერჩევა/შესყიდვის დაგეგმვა
• ბრენდინგის და პოზიციონირების სტრატეგიის შემუშავება
• გაყიდვების არხების განსაზღვრა და ფასების პოლიტიკა
• საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობის შესაძლებლობების ანალიზი
• გახსნის შემდგომი საოპერაციო პროცესების მხარდაჭერა
საკონსულტაციო მომსახურების ღირებულების 70%-ის დაფინანსებას უზრუნველყოფს პროგრამა, ხოლო მონაწილე პროექტები საკუთარ თავზე აიღებენ მხოლოდ დარჩენილი 30%-ის დაფარვას.
ვინაა აპლიკაციის წარდგენის უფლების მქონე?
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
• მათ, ვისაც გააჩნია არამოქმედი, დაგეგმვის ან მშენებლობის ეტაპზე მყოფი სასტუმრო/აპარტჰოტელი;
• ობიექტის სანომრე ფონდი უნდა იყოს მინიმუმ 20 ნომერი;
• განმცხადებელს უნდა გააჩნდეს პროგრამაში მონაწილეობის ფინანსური შესაძლებლობა და მოტივაცია.
პროგრამა ორ ეტაპად ტარდება:
• პირველი ეტაპი: წარმოდგენილი პროექტების ანალიზი კონცეფციის, მოცულობისა და პერსპექტიულობის მიხედვით. (აპლიკაციის შევსება აუცილებელია).
• მეორე ეტაპი: აპლიკანტის ხედვა და მომავალის გეგმა: აპლიკანტის მხრიდან მათ პროექტზე წარმოდგენილი ხედვა, მიზნები და განვითარების გეგმა, რომლის მიზანი იქნება აპლიკანტის მოტივაციისა და პროექტში ჩართულობის სურვილის შეფასება. (გასაუბრება)
მხოლოდ მათ, ვინც წარმატებით გაივლის ორივე ეტაპს, მიენიჭებათ აღნიშნული პროგრამით თანადაფინანსება.
განაცხადების მიღების ვადა:
• განაცხადების მიღება იწყება: 2025 წლის 5 მაისი
• განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2026 წლის 1 მაისი
• მიჰყევით ბმულს აპლიკაციის შესავსებად - სააპლიკაციო ფორმა
დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ: info@hmg.ge