Geo Eng

სიახლეები

17 მაისიდან კვირაში 21 ავიარეისი საუდის არაბეთიდან

11 მაისი 2021

17 მაისიდან, კვირაში 21 რეისი - რიადი, ჯედადა და დამამიდან თბილისის და ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს საუდის არაბეთის ეროვნული ავიაკომპანია flynas طيران ناس შეასრულებს.
კოვიდ-19 დროს კვირაში 21 რეისის ოპერირება საქართველოს ტურიზმის უდიდესი პოტენციალის, ნდობის და ჩვენი ქვეყნისადმი დიდი სიყვარულის გამოხატულებაა ავიაკომპანიის მხრიდან, რადგან ასეთი მოცულობის ფრენები ამავდროულად უდიდესი ფინანსური რისკია ავიაკომპანიისთვის.
ჩვენი ქვეყნისთვის, კი ეს უდიდესი შესაძლებლობაა გავაძლიეროთ ტურიზმის სექტორი და კვირაში 3,500ზე მეტ მხარჯველუნარიან ტურისტს ვუმასპინძლოთ საუდის არაბეთიდან!
მადლიერი ვარ იმ მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის რაც გვაკავშირებს ავიაკომპანიასთან და მის გუნდთან!
აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი თავის facebook გვერდზე.

გსურთ გაიგოთ მეტი?

გამოიწერეთ ჩვენი საიტი და დაიწყეთ უახლესი ამბებისა და პროექტების მიმოხილვის ნახვა.